საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი აშშ-ს სავიზო შეზღუდვებზე

21
“აშშ-ის გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს” – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო უწყება ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების ფაქტს.
უწყების ცნობით, ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში.
“ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე,- აცხადებენ უწყებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 2 აპრილიდან საქართველო იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომლის მოქალაქესაც აშშ-ის ვიზის მისაღებად სავალდებულო გარანტიის გადახდა მოუწევთ.
50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა.
ახალი რეგულაციის თანახმად, B1 (ბიზნეს) და B2 (ტურისტული) ვიზის მსურველებს ფულადი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. კონსულს უფლება აქვს დააწესოს $5,000, $10,000 ან $15,000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტი.
თანხა ინდივიდუალურად განისაზღვრება გასაუბრებისას. დეპოზიტი სრულად უბრუნდება მფლობელს, თუ ის აშშ-ს დატოვებს ვიზით განსაზღვრულ ვადაში.
აშშ-ის საპილოტე პროგრამა შემდეგ ქვეყნებზე ვრცელდება:
ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, კამბოჯა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ფიჯი, გაბონი, გამბია, საქართველო, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, ლესოთო, მალავი, მავრიტანია, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, ტუნისი, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ