საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 30% - ით გაიზარდა

საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 30% - ით გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. 2025 წლის იანვარში, კომპანიამ წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტი - მილიონ ასოცდასამი ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
30% - ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი. ხოლო, 37%-ით საკონტეინერო გადაზიდვების ნაწილში. დეტალურად, რომ გავმიჯნოთ - ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.