არქივი7 მაისი, 2025, 12:23
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

„საქართველოს რკინიგზის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. როგორც BPN წერს, შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა საჯარო რეესტრში.
როგორც რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს 7 მაისის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დავით ფერაძე გათავისუფლდა რკინიგზის გენერალური დირექტორის პოზიციიდან და მის ნაცვლად, ახალ დირექტორად ლაშა აბაშიძე აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას მის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.