არქივი25 დეკემბერი, 2023, 14:27
„საქართველოს რკინიგზა“ - მოძრაობა ყველა რეისმა განაახლა
სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ამ დროისათვის მოძრაობა ყველა რეისმა განაახლა“.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გაჩერებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.