არქივი5 იანვარი, 2026, 23:07
საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან რეისების განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან რეისების განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.
აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“ - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.