„საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 24, 25, 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.