ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა - აზერბაიჯანული მხარე

საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა - აზერბაიჯანული მხარე

საქართველოს რკინიგზასთან აზერბაიჯანიდან სომხეთში ტვირთის ტრანზიტის ფასი შეთანხმდა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დაწესებული ტარიფი მაღალი იყო, რამაც, აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ის არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას.
"მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შეთანხმდა ბაზრის პირობების სრულად შესაბამის ტარიფზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს აჩვენებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება“,- ამბობს ბაირამოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.