საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გურიაში მიმდინარე და დარულებულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურიის რეგიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ,,წლიდან წლამდე რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტების ფონდი იზრდება საქართველოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, გურიაშიც შარშან, მაგალითისთვის, დაახლოებით 18 000 000 ლარი იყო გამოყოფილი პროექტებისთვის სამივე მუნიციპალიტეტში.
წელს ძალიან საინტერესო სტარტი გვქონდა, დავიწყეთ 22 000 000 ლარით და იმედი მაქვს, რომ ეს თანხა კიდევ გაიზრდება. ერთდროულად მიმდინარეობს 56 პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ დამატებითი დაფინანსების პირობებში რამდენიმე ათეულ პროექტს კიდევ მივამატებთ. ყველა ლოკაციაზე მივალთ და ყველგან იქნება შესაბამისი რეაგირება, როგორც სტიქიის, ასევე, დაგეგმილი სამუშაოების ნაწილში“,- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან ერთად, დავათვალიერეთ გურიის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, გავეცანით სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში და ფინანსდება სტიქიის ფონდიდან“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული