საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილესთან ლევან ზაუტაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა.
დიდთოვლობის შედეგად ჩანგრეული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში შესაბამისი დახმარება გაეწევა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, რომელთა სახლის სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა, ან საცხოვრებელი სახლები სრულად დაინგრა და აღდგენას აღარ ექვემდებარება.
2025 წლის თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით 25 345 000 ლარი გამოიყო. პროგრამის ფარგლებში დაზარალებული თითოეული მოსახლე მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს