საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ დავოსის ფორუმს შეუერთდება – შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე 3 000 სტუმარს და 60 სახელმწიფო ლიდერს მასპინძლობს

საქართველოს კიდევ ერთი დელეგაცია ევროპაში მიემგზავრება. ხვალ დავოსის ფორუმს შეუერთდება, სადაც შეხვედრებს გამართავს კოლეგებთან, ბიზნესისა და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
შვეიცარიის სამთო კურორტი მსოფლიოს 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე, ამჯერად, 3 000 სტუმარს მასპინძლობს, საიდანაც 60 სახელმწიფოს ლიდერია. გლობალური პრიორიტეტები გაფართოვდა. ფორუმი ორი დიდი ომის პირობებში ტარდება, რაც მსოფლიოს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ამიტომ ეკონომიკურ ფორუმზე მხოლოდ ეკონომიკა არ განიხილება.
ყველა გამოწვევა: უსაფრთხოება და თანამშრომლობა დანაწევრებულ მსოფლიოში, გრძელვადიანი სტრატეგიები კლიმატზე და ენერგეტიკაზე. დავოსის 54-ე ფორუმზე ცალკე თემა იქნება ხელოვნური ინტელექტიც, რომელსაც მომავლის შეცვლა შეუძლია.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
“ბოლო წლებში, დაოსი გახდა ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც, ამიტომ ქვეყნის ცნობადობისა და რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავოსში მაღალ დონეზე მონაწილეობა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, გარდა ბი თუ ბი შეხვედრებისა რომელიც ჩვენ გვექნება ბიზნესებთან. რა თქმა უნდა, თვეების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, შესაბამისად შეხვედრები უკვე ჩანიშნულია. შეხვედრები მსოფლიოს ბერ კომპანიასთან გვექნება და სფეროებიც ძალიან მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ასევე კონკრეტულ სხვადასხვა სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ