ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და Columbia Group-ის პარტნიორობის განვითარების დინამიკას. აღინიშნა კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის მზარდაჭერასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებაში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.
ყურადღება გამახვილდა ტვირთნაკადის მზარდ დინამიკაზე და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.
საუბარი ასევე შეეხო მეზღვაურთა კვალიფიკაციის და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე დაესწრნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.