საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის რკინიგზის ოფისში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის რკინიგზის ოფისში იმყოფებოდა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს „ყაზახეთის რკინიგზის“ მმართველობის თავმჯდომარე ნურლან საურანბაევმა უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რკინიგზის ოფისი დაათვალიერა და კომპანიის მიერ წარდგენილ პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს და ყაზახეთს შორის სარკინიგზო ტვირთბრუნვამ 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს – 2,74 მლნ ტონას მიაღწია.
ამასთან, ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილია საგზაო რუკა შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, პროცესების ოპტიმიზაციის, დერეფნის გაციფრულებისა და მიმზიდველი სატარიფო პოლიტიკის უზრუნველყოფის მიმართულებით 2027 წლამდე კონკრეტულ ღონისძიებებს მოიცავს.
ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერებისა და შუა დერეფანში საკონეტეინერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობების ზრდის ხელშეწყობის კუთხით.
სააქციო საზოგადოება ყაზახეთის რკინიგზა ყაზახეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ უდიდეს დამსაქმებელს წარმოადგენს და 120 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია 46 800 სატვირთო ვაგონს, 1 700 ლოკომოტივს და 2 300 სამგზავრო ვაგონს ფლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”