საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, არმიდა სალსია ალისჯაჰბანას შეხვდა, რომელიც საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ESCAP-თან ნაყოფიერ თანამშრომლობას და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განიხილეს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს ამ მიმართულებით.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების გახსნის თვალსაზრისით და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობებისა და სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ოდიშარია ფილმზე – „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“: ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ პარალიმპიელთა ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის

პრემიერი – 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს, მთავრობა მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას