საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა.
კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და განსახორციელებელ პროექტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს საკუთარი ნიჭის განსავითარებლად კარგად გამოიყენებენ.
„ჩემი ინფორმაციით შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცემა. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება და სივრცე ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი დატვირთული იქნება და ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ნიჭის რეალიზება სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისათვის.
ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.
Previous: რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება