საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის შემდეგ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა

“საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის შემდეგ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა”,-ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
გვენეტაძე ელენე ხოშტარიას წერილს ეხმაურება, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტს გამოსვლას უწუნებს და ამბობს რომ ეს იყო რუსის გამოსვლა. ექსპერტი ოპოზიციონერ დეპუტატს ახსენებს, რომ გასულ კვირას რუსეთის ბიუჯეტიდან თანხა სწორედ მისმა ოჯახმა მიიღო.
“საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის შემდეგ უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონა.ჯერ იყო და პრეზიდენტ ყაველაშვილის ქართულ ენაზე გამოსვლამ ნიუ-იორკში ჭკუაზე შეშალა, გააგიჟა და დუჟმორეული გახადა ადგილობრივი უსამშობლოები. მაგრამ ამას, როდესაც ზედ დაემატა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები, ვახშმობები, საუბრები, ფოტოები გაეროს გენმდივანთან, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან და თვით აშშ პრეზიდენტ ტრამპთან. ამან სულ უკუღმა ქოშები აყრევინა მოღალატე-აგენტებს. მეტი რა გზა ჰქონდათ და მათაც დახმარება გამოუჩნდა რუსთავის ციხიდან მგიმო დამთავრებულ, ფსბ ნომრიანი აგენტ და პუტინის სტიპენდიანტ ელენა ხოშტარია-რუბლიოვა-კრუპსკაიას არზის სახით. ეს ის ელენა ხოშტარიაა რომლის ოჯახმაც აგენტობისათვის გასულ კვირას 110 ათასი $, მიიღო რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რომელი ელენაც თურმე ნუ იტყვით ციხიდან გამოგზავნილი წერილით რუსოფილობას და საერთაშორისო იზოლაციას უკიჟინებს არსებულ ხელისუფლებას.
აქედანაც მკაფიოდ სჩანს, რომ მართლაც პოლიტიკურ სამარის პირსაა 4 ოქტომბრისათვის ის ე.წ. ოპოზიცია, რომელიც კრემლის პირად აგენტ ელენა ხოშტარია-რუბლიოვას, მელობიე ნანულას და მევენახე იას იმედზეა დარჩენილი”,- წერს გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა