ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა, გარეტ უორდმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარეტ უორდმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.
„პარლამენტის თავმჯდომარემ და ბრიტანეთის ელჩმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი, აგრეთვე, საქართველოში მიმდინარე პროცესები, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და მომავლის გეგმები მიმოიხილეს.
შალვა პაპუაშვილმა გარეტ უორდს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მხარეებმა მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.