არქივი23 თებერვალი, 2024, 10:38
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები აიტვირთება
დღეიდან, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, შეგიძლიათ მოიძიოთ პარლამენტის პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საჯარო ინფორმაციის განყოფილებაში, ამ დროისთვის, სრულად არის ატვირთული 2023 წელს გამართული პლენარული სხდომების ოქმები და სტენოგრამები. არქივი ეტაპობრივად შეივსება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.