არქივი25 ნოემბერი, 2024, 10:50
,,საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”- პრეზიდენტი

,,საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია”- პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური.
"საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია:
მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია.
მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად.
ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.