საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა 2023 წლის ბოლო ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

ტოკიოში მიმდინარე 2023 წლის გრან-პრის გათამაშებაზე პარაძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) და გიორგი ქალდანმა (73კგ)ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ნახევარ ფინალში აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დათმო ბრძოლა, მესამე ადგილისთვის ყირგიზი პარაძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
გიორგი ქალდანი ნახევარ ფინალში იაპონელ პარაძიუდოისტთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის კორეელ მოწინააღმდეგეს მოუგო და ბრინჯაოს მედალი აიღო.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას ტოკიო 2023 გრან-პრის გათამაშებაზე. დღეს ჩვენი პარაძიუდოისტები მაღალი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ