არქივი3 აპრილი, 2024, 10:07
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიის გრან-პრის გათამაშებაზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ანტალიამ პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლა. ქართველმა პარაძიუდოისტებმა ტურნირზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ალჟირელ სპორტსმენს სძლია; ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) ბრაზილიელი პარაძიუდოისტი დაამარცხა; ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ) კი ყაზახ მოწინააღმდეგეს მოუგო.
საქართველოს ნაკრები გრან-პრის გათამაშებაზე ოთხმა სპორტსმენმა წარმოადგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.