საქართველოს ოფიციალური, სამშვიდობო პოლიტიკა მიუღებელია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არ გახდა, მეხამრიდი, რეგიონულ კონფლიქტში

საქართველოს ოფიციალური, სამშვიდობო პოლიტიკა მიუღებელია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არ გახდა, მეხამრიდი, რეგიონულ კონფლიქტში
„დემოკრატების საარჩევნო პროგრამით ღიად გაცხადდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დეკლარირებულ ომის დისტრიბუტორად გადაიქცა მსოფლიო მასშტაბით,” – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის კამალა ჰარისის საარჩევნო პროგრამას.
სწორედ ამით ხსნის ქადაგიძე იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივა ხშირად დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკისა და თავდასხმის საგანი ხდებოდა.
„ცოტა ხნის წინ, დემოკრატებმა ჰარისის საარჩევნო პროგრამა წარადგინეს, სადაც ერთი ნიშანდობლივი დეტალია გაჟღერებული – „პროგრამის ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკას ეხება, ევროპიდან, კერძოდ, უკრაინიდან იწყება და მასში აღნიშნულია, რომ -ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა, -ის ტრანსატლანტიკური ალიანსების ერთიანობის შენარჩუნება და რუსეთთან ესკალაციისა და პირდაპირი კონფლიქტის თავიდან აცილება.”
ანუ, ომის რიტორიკა არა თუ იცვლება, პირიქით, დეკლარირებულადაა გაცხადებული, რომ შეასრულებს „საზარბაზნე ხორცის” როლს, ამერიკული უსაფრთხოებისათვის. კენედის გუშინდელი განცხადებით და დემოკრატების საარჩევნო პროგრამით, ღიად გაცხადდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დეკლარირებულ ომის დისტრიბუტორად გადაიქცა მსოფლიო მასშტაბით.
საქართველოს ოფიციალური, სამშვიდობო პოლიტიკა კი, მიუღებელია ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა არ გახდა, მეხამრიდი, რეგიონულ კონფლიქტში. ამიტომაცაა, რომ ბლინკენი, მილერი, შაჰინი და გლობალური პოლიტიკის “კონიუნქტურშიკები” ღიად აკრიტიკებენ, საქართველოს დისტანცირებას, მათი სტრატეგიული ომისგან!” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას