არქივი3 იანვარი, 2024, 08:57
საქართველოს ნაკრები წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს
საქართველოს ნაკრები წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს. კონტინენტის პირველობა 4 იანვარს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირი ხორვატიაში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. გუნდი B ჯგუფში უნგრეთთან, იტალიასთან და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს, პირველ თამაშს კი ხვალ - იტალიასთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ წყალბურთელებს ევრო პირველობაზე დებიუტი 2014 წელს ჰქონდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.