ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრები ჩეხეთშია | 18 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთშია | 18 ნოემბრის განრიგი

საქართველოს ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს.
18 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ქალაქ ოლომოუცში, მატჩის მასპინძელ ანდრუვ არენაზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.
ჩეხეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ლაშა დვალი დაუბრუნდება, რომელმაც უკრაინასთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
18 ნოემბრის განრიგი (ჩეხეთის დროით)
15:45 ჩეხეთის ნაკრების პრესკონფერენცია
16:30 ჩეხეთის ნაკრების ვარჯიში (საწყისი 15 წუთი ღიაა მედიისთვის)
17:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
18:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საწყისი 15 წუთი ღიაა მედიისთვის)
nakrebi.ge

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.