არქივი16 მარტი, 2026, 15:40
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუმინეთის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მონაწილეა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. მირჩა ლუჩესკუს გუნდი პლეი-ოფის ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება.
ივნისის ამხანაგურ მატჩამდე საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს.
წყარო: Nakrebi.ge
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.