ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრები იურმალადან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ჩავიდა, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს.
აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1-ლი ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც 2 ვარჯიში და 2 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.
29 ივნისს ჯიკიჩმა მოთამაშეებს დასვენების
საშუალება მისცა და 30-ში, დილას ნაკრებმა გეზი რიგისკენ აიღო, სადაც ტურნირის ოფიციალურ სასტუმრო Radisson Park Inn-ში დაბინავდა. სადილობისა და მცირე დასვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ივარჯიშა.
1-ელ ივლისს საქართველოს ნაკრებს 1 ვარჯიში ექნება, რომელიც 18:00 დაიწყება და 19:50-ამდე გასტანს. ვარჯიშის დასკვნითი 5 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.
GBF.GE

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.