საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ ისტორიულ მატჩს მართავს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს მართავს. ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის იმართება.
სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161 მლნ ევროს აღემატება, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324 მლნ ევროზე მეტია.
ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელის სია ასეთია:
საქართველოს ნაკრები:
· ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
· გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
· გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო
· ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
· საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო
თურქეთის ნაკრები:
· ჰაკან ჩალჰანოღლუ - 45 მლნ ევრო
· ქენან ილდიზი - 30 მლნ ევრო
· არდა გიულერი - 30 მლნ ევრო
· ორკუნ კეკჩუ - 27 მლნ ევრო
· ფერდი ქედიოღლუ - 21 მლნ ევრო
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.