ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, შესაძლოა, უორენ გეთლენდი დაინიშნოს|რაგბი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, შესაძლოა, უორენ გეთლენდი დაინიშნოს|რაგბი

საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, შესაძლოა, უორენ გეთლენდი დაინიშნოს|რაგბი
მას შემდეგ, რაც რიჩარდ კოკერილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ამ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა დასახელდა, მათ შორის საუბარია ფრანგების, პიერ-ანრი ბრონკანისა და ფრანკ აზემას შესაძლო დანიშვნაზე.
გამოცემა ruck.co.uk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბორჯღალოსნების“ მთავრი მწვრთნელობის კიდევ ერთი კანდიდატი სახელგანთქმული უორენ გეთლენდია.
„უორენ გეთლენდი ირლანდიის ნაკრებთან ერთად გახდა ცნობილი, რის შემდეგაც უელსის ნაკრებში დაინიშნა ამ გუნდთანაც წარმატებას მიაღწია – მისი ხელმძღვანელობით უელსმა ექვსი ერის გათამაშება ოთხჯერ მოიგო.
2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე უელსის ნაკრები მისი ხელმძღვანელობით ნახევარფინალში გავიდა და იქ საფრანგეთთან მინიმალური სხვაობით (8:9) დამარცხდა.
გეთლენდს შეზღუდული რესურსების გამოყენებით შეუძლია დისციპლინირებული და ბრძოლისუნარიანი გუნდების შექმნა“, – წერს გამოცემა ruck.co.uk-ი.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.