საქართველოს ნაკრების განვითარებისთვის მაღალ დონეზე გამოსვლა აუცილებელია, ამიტომაც, მნიშვნელოვანია B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება – ვილი სანიოლი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა:
„ერთა ლიგის წინა გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A დივიზიონში იყო და ბოლო წლებში კარგი შედეგები აქვს. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია.
ასე რომ, რთული მატჩები გველის, თუმცა ჩვენი მიზანი ამ დივიზიონში კარგი თამაშია. ეროვნული ნაკრების განვითარებისთვის მაღალ დონეზე გამოსვლა აუცილებელია, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია B დივიზიონში ადგილის შენარჩუნება.
ნებისმიერი შედეგი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციითა და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და დიდი იმედი მაქვს, ამას სექტემბერში ვნახავთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
წყარო: პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?