საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე თურქეთმა პოლონეთთან არწასაგები მატჩი წააგო [VIDEO]
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად პოლონეთთან 1:2 დამარცხდა.
მასპინძლები დებიუტში ლევანდოვსკის პასით სვიდერსკიმ დააწინაურა. შემდეგ ორივემ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შეცვალეს. შესვენების მერე სტუმრები გააქტიურდნენ და მეკარე შესნიმ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. კონტრშეტევაზე ორი შანსი პოლონელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ 19 წლის ურბანსკის მეკარე გიუნოკმა არ გაატანინა. შეცვლაზე შესულმა ილმაზმა კი 77-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში აკტიურკოღლუს ცოტა დააკლდა გატანამდე. სამაგიეროდ ბოლოს ზალევსკიმ გაიტანა და პოლონელებს გამარჯვება მოიპოვა.
მონტელას გუნდმა მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო,
წაგებას არ იმსახურებდა და "ჯვაროსნებს" ევროპირველობის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან უმძიმესი დაპირისპირება ელის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს დაცვაში პრობლემები აქვს.
პოლონეთი - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 სვიდერსკი (12), 1:1 ილმაზი (77), 2:1 ზალევსკი (90)
თურქებს დაცვაში საკმაო პრობლემები აქვთ, კონტრშეტევებზე ძალიან უჭირთ, ამასთან თურქეთი ის გუნდი არ არის დაცვაში ჩაჯდომა გაპატიოს. ისევ წააგეს, თან ამბიციური გუნდია და ჩვენთან დიდი წნეხის ქვეშ მოუწევთ თამაში, ესეც ჩვენი შანსია! წარმატებები საქართველოს!
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.