ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Golazo-ს ცნობით, რუმინეთის ნაკრების 80 წლის მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ გადადგა.
ლუჩესკუმ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში თურქეთთან დამარცხების შემდეგ გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს და განაცხადა, რომ საშინელი შეცდომები დაუშვეს, გაბრაზდა, განერვიულდა და ურჩევნია დაისვენოს.
ლუჩესკუს ნაცვლად ერთ კვირაში გეორგე ჰაჯის დანიშნავენ, რომელსაც ოთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. უკვე ცნობილია, რომ ჰაჯი შემადგენლობას გადაახალისებს და მეტად არ გამოიძახებს ვეტერანებს - ანდრეი ბურკეს, ნიკოშურ ბანკუს და გუნდის კაპიტან ნიკოლაე სტანჩუს.
რუმინეთის ნაკრებში ჰაჯის დაბრუნება 2 ივნისს, საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.