არქივი30 სექტემბერი, 2024, 18:52
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ-კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა
დღეიდან, 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 30 დღე შეუძლიათ დაყონ. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.