საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ.
1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც ეხება უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციები და სეზონურ სამუშაოზე ნებართვასთან დაკავშირებული გარკვეული დებულებები.
აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სამუშაო ვიზის გამარტივებულად მიღების უფლება აქვთ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:
1) სომხეთის;
2) ბელარუსის;
3) მოლდოვას;
4) უკრაინის.
ახალი რეგულაციები აღარ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე.
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამუშაო დაევალათ უცხოელის დასაქმების შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო ეს უკანასკნელი დეკლარაციების რეესტრში შეტანილია 2025 წლის 1 დეკემბრამდე, შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ დეკლარაციაში მითითებული პირობებით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
პოლონეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით, რადგან პოლონეთის კანონმდებლობა შედარებით ამარტივებს არაევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია.
პირველ რიგში პოლონეთში ეძებდნენ დამსაქმებელს, რომელიც მზად იყო მიეცა სამუშაო. ამის შემდეგ დამსაქმებელს უნდა მიეღო სამუშაო ნებართვა (Zezwolenie na pracę) ან შრომითი განაცხადის დეკლარაცია (Oświadczenie o zamiarze powierzenia wykonywania pracy) შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლებისგან. შრომითი დეკლარაცია გამოიყენება მოკლევადიანი სამუშაოსთვის (6 თვე 12 თვის განმავლობაში). სამუშაო ნებართვა (ტიპი A) გამოიყენება გრძელვადიანი დასაქმებისთვის. მიღებული სამუშაო ნებართვის (ან დეკლარაციის) საფუძველზე, პირი შემდეგ მიმართავდა პოლონეთის საკონსულოს D ტიპის ვიზის მისაღებად. ე.წ. “დეკლარაცია” საშუალებას იძლევა იმუშაო პოლონეთში 6 თვემდე ვადით ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი (შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა) საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს მუშაობის უფლებას პოლონეთში. დასაქმებისთვის აუცილებელია ეროვნული D ტიპის ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე – 2012 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ქართული მხარისთვის კაპიტულაციის აქტი იყო – მანამდე საოკუპაციო ძალები 125 სოფელზე კონტროლს ვერ ახორციელებდა და 12 აგვისტოდან 125 დასახლებაზე მათი კონტროლი გაფორმდა!

მიხეილ ყაველაშვილი – ისტორია გვასწავლის, რომ დიდი გამარჯვების მისაღწევად, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, მომავლის ურყევი რწმენა და მუდმივი მზადყოფნა – სიბრძნე და სიფხიზლე, ეს უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი