საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები, მის გადასაჭრელად, პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს – შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს

საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები, მის გადასაჭრელად, პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს – შეიქმნება შესაბამისი კომისია, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს
საქართველოს მოსახლეობისთვის გამოწვევას წარმოადგენს სურსათზე არსებული ფასები და რა თქმა უნდა, ამ გამოწვევის გადასაჭრელად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომელსაც ჩვენი გუნდი სრულად უჭერს მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, განაცხადა. მისი თქმით, იმ არარეალურ ფასებს, რომელიც საქართველოში ფიქსირდება მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, სათანადო პასუხი სჭირდება და პარლამენტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვისაც.
“როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ფორმატში, აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება – შეიქმნება შესაბამისი კომისია იმისათვის, რომ არსებულ გამოწვევას სათანადო პასუხი გაეცეს. იმ არარეალურ ფასებს, რომელიც გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენს მეზობელ ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ამავე ქვეყნებში, გაცილებით მეტი ხარჯის გაწევა უწევს ბიზნესს, ჩვენს ქვეყანაში მარჟებზე, რომელიც არის სხვა ქვეყნებზე გაცილებით დიდი, ვიდრე სხვა ქვეყნებში – ამას სათანადო პასუხი სჭირდება და თუ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება იქნება, პარლამენტი ამაზეც არ დაიხევს უკან. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად იქნება, რომ ყველა იმ საკითხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებისკენ არის მიმართული, მყისიერად ვუპასუხოთ.” – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს