საქართველოს მოსახლეობის 39.6% სოფლად ცხოვრობს - საქსტატი
საქართველოს მოსახლეობის 39.6% სოფლად ცხოვრობს. სოფლები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არათანაბრადაა გადანაწილებული და დიდი მოსახლეობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდებიან.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს 5 ყველაზე დიდი სოფლიდან არც ერთი არაა დასავლეთ საქართველოში.
საქართველოს ყველაზე დიდი სოფლების ხუთეული ასეთია:
· წეროვანი - 8100 ადამიანი;
· მარტყოფი - 7300 ადამიანი;
· სადახლო - 7300 ადამიანი;;
· ყიზილ-აჯლო - 7200 ადამიანი;
· მუხრანი - 6100 ადამიანი.
2023 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736.4 მლნ-ია. აქედან ქალაქში ცხოვრობს - 2 255,7 მლნ, სოფლად - 1 480,6 მლნ ადამიანი, საქართველოს დედაქალაქში - 1241.7 მლნ, შესაბამისად სხვა ქალაქებში - 1 014.0 მლნ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.