პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოს მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია“ - ISET

„საქართველოს მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია“ - ISET

საქართველოს მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეში ცხოვრობს, - ამის შესახებ ISET-ის „საქართველოს მუნიციპალიტეტების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ინდექსში“ წერია.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ცხოვრობს თბილისში და მშპ-ს 50%-ს ქმნის.
„დედაქალაქისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მცირდება მოსახლეობა. ამასთან, რეგიონები განიცდიან სიღარიბეს, უმუშევრობასა და სუსტ ეკონომიკურ განვითარებას.
მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია, 55% კი დღეში 6.85 აშშ დოლარის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საკვანძოა, სიღარიბისა და სიცოცხლისუნარიანობის არაეკონომიკური მიმართულება კეთილდღეობის კრიტიკულ ფაქტორებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსში ლიდერობს თბილისი, მას კი მოსდევს ბათუმი, ყაზბეგი, ფოთი და რუსთავი. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს ლენტეხი, ცაგერი, მარნეული, მარტვილი და ხულო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.