არქივი18 მარტი, 2024, 07:08
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია
პარიზში, „ჟან ბუინზე“, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 36 :10 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია დაასახელეს.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუმინეთს ანგარიშით 43:5 მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეთვრამეტედ დაისაკუთრა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.