ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა

ქალაქ სენდაიში 2024 წლის ზაფხულის მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა ანგარიშით 25:23 მოიგეს.
მატჩის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით 18:13 დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა დაწინაურება შეძლეს, თუმცა შეხვედრის 74-ე წუთზე გიორგი ჯავახიამ ლელო დადო, ლუკა მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და „ბორჯღალოსნებმა“ იაპონელები ანგარიშით 25:23 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები მორიგ ტესტ-მატჩში 20 ივლისს ავსტრალიას დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.