ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დაინიშნა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი დაინიშნა. ამის შესახებ რაგბის კავშირი იტყობინება.
„ბორჯღალოსნებსა და შავ ლომს ახალი მწვრთნელი ჰყავს. რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული „ტულონის“, „მონპელიესა“ და შოტლანდიური „ედინბურგის“ მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.
მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა „ლესტერ ტაიგერსისა“ და „კლერმონის“ ღირსებას. ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.