საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა, ანგარიშით 46:28 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეჩვიდმეტედ იზეიმა.
შეხვედრა სტუმრების ჯარიმით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები გაიტანეს: ვანო კარკაძემ (3), აკაკი ტაბუცაძემ (3), ნიკა აბულაძემ და ვასილ ლობჟანიძემ. გარდასახვები კი ზუსტად შეასრულეს დაჩი პაპუნაშვილმა (2) და დავით ნინიაშვილმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ვანო კარკაძე.
ტრადიციულად გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს. „რაგბი ევროპის“ ფინალს თბილისმა პირველად უმასპინძლა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი გიორგი გვარაკიძეს – როდესაც სტუდენტს აუდიტორიის წინ აკავებთ და ამის გამბედაობა გაქვთ, კირიენკოს მიმართ თუ დაიწყებთ გამოძიებას?! – ეს გამბედაობა თუ გეყოფათ? – რატომ გეშინიათ? იოლია ხომ სტუდენტის დაჩაგვრა?!