ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოს მნიშვნელობა სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება“ - მარიამ ქვრივიშვილი

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას - ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს, პარტნიორსა და ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობას და კეთილდღეობას მუდმივად განსაზღვრავდა ის წყლები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს, კულტურებსა და ეკონომიკებს აკავშირებს.
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორია ცალსახად ძლიერია - 2021–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 9,8% შეადგინა. ეს დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა და წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას არსებითად განაპირობებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და საზღვაო სექტორები, რაც ხაზს უსვამს დაკავშირებულობისა და ღირებულებათა ძლიერი ჯაჭვების როლს, როგორც ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო IMO-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, როგორც ერთგული პარტნიორი ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ურთიერთდაკავშირებული და მდგრადი საზღვაო მომავლის შესაქმნელად.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.