საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაციის ოფიციალური წევრი გახდა

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია საერთაშორისო სათხილამურო ალპინიზმის ფედერაციის (International Ski Mountaineering Federation (ISMF)) ოფიციალური წევრი გახდა.
„სკიმო“ ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც ზამთრის ოლიმპიადებზე 5 სახეობითაა წარმოდგენილი. ესენია: გუნდური რბოლა, სპრინტი, შერეული ესტაფეტა, ინდივიდუალური რბოლა და ვერტიკალი.
„ჩვენ ვმუშაობთ და გვჯერა, რომ მალე გამოჩნდებიან ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ქვეყანას ღირსეულად წარმოადგენენ ალპინიზმის ერთადერთ ოლიმპიურ სახეობაში“, – ნათქვამია საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.