საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს და სამძიმარს უცხადებს რუს ხალხს.
„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, — ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში” უცნობმა პირებმა წუხელ ცეცხლი გახსნეს.
დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი და დაშავებულია ასზე მეტი.
თავდასხმისას საკონცერტო დარბაზში ჯგუფ „პიკნიკის” კონცერტი უნდა ჩატარებულიყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.