ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 5.3 მლნ ლარი გამოყო

საქართველოს მთავრობამ 26 მაისის აღსანიშნავად სარეზერვო ფონდიდან 5.3 მილიონი ლარი გამოყო - ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებიდან ხდება ცნობით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დადგენილებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებით, რომელიც მიმდინარე წლის 26 აპრილს გაიცა, ფინანსთა სამინისტრომ სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობას გამოუყო 5 300 000.0 ლარი.
უახლოეს მომავალში გამოცხადდება გამარტივებული შესყიდვა 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების შესყიდვის თაობაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.