საქართველოს მეცნიერთა აკადემიის წევრებს ანაზღაურება გაეზრდებათ

“ქართული ოცნების” პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს. ამ ცვლილებების თანახმად, აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს ანაზღაურება გაეზრდებათ.
კერძოდ, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის ხელფასი მინიმუმ 2000 ლარი იქნება, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის, აღნიშნული თანხა, 1250 ლარი იქნება.
„ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ცვლილებები სახელფასო მინიმუმთან დაკავშირებით, ძალაში შევიდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან“, – განაცხადა “ოცნების” პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.
გარდა ამისა, პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა აირჩიოს წევრ-კორესპონდენტები.
“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება გაეზრდებათ, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა აირჩიოს წევრ-კორესპონდენტები.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებისთვის, ასევე სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსებისთვის სახელფასო უზრუნველყოფა განისაზღვროს არანაკლებ 2000 ლარით, ხოლო ორივე აკადემიის სტიპენდიატებისა და წევრ-კორესპონდენტებისთვის, აღნიშნული თანხა, ნაცვლად დღეს არსებული 1000 და 900 ლარისა, 1250 ლარით განისაზღვროს”, – წერია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს