ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები პრესკონფერენციას გამართავენ

19 ივნისს, საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები, არქეოლოგები ნიკოლოზ წიქარიძე და გიორგი ბიძინაშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციის თემა არქეოლოგიური ნებართვების კანონიერი მოთხოვნის უპასუხოდ დატოვებაა, რაც მკვლევარების განცხადებით, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად და პროფკავშირული ნიშნით დევნად ფასდება.
საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფერხდება საერთაშორისო კვლევები, ზიანდება ძეგლები და ილახება ქვეყნის სამეცნიერო რეპუტაცია და სუვერენიტეტი.
„არქეოლოგიურ ძეგლებზე არქეოლოგიური საქმიანობის მოთხოვნის უპასუხოდ დატოვება კანონდარღვევაა. ძეგლებზე შეჩერებული სამუშაოს გამო, ეროზიის შედეგად იშლება კულტურული ფენები და იკარგება მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, რაზეც პასუხისმგებლომა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება.
მოვითხოვთ, კაანონის შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის დცვის სააგენტომ გასცეს ნებართვები ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსში ნიკოლოზ წიქარიძის, ხოლო ოროზმანში გიორგი ბიძინაშვილის სახელზე“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.