ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი მცხეთა-მთიანეთში რწყვის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი მცხეთა-მთიანეთში რწყვის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი მცხეთა-მთიანეთში რწყვის მიმდინარეობის საკითხებს გაეცნო
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სარწყავი სისტემების ფუნქციონირების საკითხები რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა – ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
„გენერალურმა დირექტორმა, სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტებიც დაათვალიერა და სისტემის გამართულად მუშაობისთვის არსებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდა 4 375 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სარწყავი წყლის მიწოდება 1600 ჰექტარზე გაუმჯობესდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.