ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მეგობრებო, შემოგვიერთდით, რათა მზია ამაღლობელი “ოცნების” ციხისგან გადავარჩინოთ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეგობრებო, შემოგვიერთდით, რათა მზია ამაღლობელი “ოცნების” ციხისგან გადავარჩინოთ – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე წერს.
“საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ოცნების” ციხისგან” – წერს სალომე ზურაბიშვილი.
“თავისუფლება მზია ამაღლობელს. საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , – წერს ზურაბიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.