ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი – გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, „საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ“ პარლამენტს დაადო ბოქლომი დაადო.
ამის შესახებ გოცირიძემ დღეს, 2 მაისს, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პარლამენტის ჭიშკრის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოვედით პარლამენტის წევები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა მინისტრს. საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა.
მანამდე, 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ და შემდეგ არიგებენ და რაღაც შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც მოიპარეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტოთ და 10 დღე ისხედით სახლებშიო.
აი, ეს არის კომიკური მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, მარცხდება. შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა, რომ პარლამენტი გადააქციოს საკუთარ ციხე-სიმაგრედ. მაგრამ ციხე-სიმაგრე რა არის წარმოდგენაში? – შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, მაგრამ შიგნითაც კი ვერ შემოდიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვერც შიგნით შემოდიან და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან. აი, ასეთი ცხოვრება ექნებათ მანამ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს“, – განაცხადა გოცირიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.