,, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამჟამად უზურპატორი პირების ხელშია და ყველას ანადგურებენ, ვინც მათ არ ემორჩილება” – არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის განცხადებას ასე ეხმაურება:
,,დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, ერთ-ერთი უიშვიათესი სასულიერო პირია, ვინც ეტიკეტს კი იცავდა, მაგრამ რევერანსებით არ ელაპარაკება ე.წ. მიტრ შიოს და ე.წ. დეკ. ჯაღმაიძეს.
მედიაში მისასვლელად მონურ მორჩილებას არ გამოხატავს საპატრიარქოს უზურპატორებთან და თავად იღებს გადაწყვეტილებებს.
ე.წ. სინოდალური კომისია, რომლის მსგავს მახინჯ წარმონაქმნს საეკლესიო ცხოვრება არ იცნობს და ჩვენთან ითავსებს მთელი სინოდის და პატრიარქის ფუნქციასაც კი, მხოლოდ იმას ვერ პატიობს სასულიერო პირებს, მათ შორის პეტრე კვარაცხელიასაც, რომ არ ემონება კონკრეტულ სასულიერო უზურპატორებს.
ესაა მთელი ამბავი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამჟამად უზურპატორი პირების ხელშია და ყველას ანადგურებენ, ვინც მათ არ ემორჩილება.“
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.