ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და დაფასებას მსგავსი პროექტებით გავაგრძელებთ" - ნიკოლას სენდროვიჩი ცისკარაულების კოშკის აღდგენაზე

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და დაფასებას მსგავსი პროექტებით გავაგრძელებთ" - ნიკოლას სენდროვიჩი ცისკარაულების კოშკის აღდგენაზე

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირისაკენ, რომ ერთ დღესაც საქართველოს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი გახდება და ჩვენ მის შენარჩუნებასა და დაფასებას მსგავსი პროექტებით გავაგრძელებთ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა, რითაც ის ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტის მიერ „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მიიღებას გამოეხმაურა.
„ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას. კერძოდ, ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას საქართველოს შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირისაკენ, რომ ერთ დღესაც საქართველოს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი გახდება და ჩვენ მის შენარჩუნებასა და დაფასებას მსგავსი პროექტებით გავაგრძელებთ," - განაცხადა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.
ცისკარაულების კოშკის აღდგენის პროექტმა საქართველოში, რომელიც რუსული ჭურვის შედეგად იყო დაზიანებული, „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო მიიღო ამ ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებისათვის.
ეს დიდი მიღწევა და აღიარება, რომელიც ქართველი და ევროპელი პარტნიორების თანამშრომლობის შედეგია, ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში საზოგადოების მონაწილეობის უდიდეს მნიშვნელობას.
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.